wWw.WERD.uCoZ.CoM
Saturday, 2024-11-30, 10:29 PM
www.avoenet.tk
» www.avoee.tk
My SiTe IS?
პასუხების რაოდენობა:67
ICE CUBE_BioGRaFy




ლოს ანჯელესი, south central დასაწყისი ბანალურია ასეთი ისტორიებისათვის. ICE CUBE გაიზარდა ერთ-ერთ უბრალო ოჯახში, ერთ-ერთ ყველაზე ღარიბულ კვარტალში. მისი სახელი O’shea Jackson მშობლებმა გამოჩენილი ფეხბურთელის, O’jay Simpson-ის საპატივცემოდ დაარქვეს.(O’jay Simpson-მა თავი გაითქვა სასამართლო პროცესით, მას ბრალად ედებოდა ცოლის მკვლელობა, ფეხბურთელის ადვოკატმა ხერხს მიმართა და კლიენტის დაცვა იმაზე ააგო რომ თეთრი მსაჯულები უარყოფითად არიან განწყობილი შავკანიანი ფეხბურთელის მიმართ. მსაჯულთაA შემადგენლობა იმდენჯერ შეიცვალა რომ ბოლო-ბოლო მოვიდა ხალხი რომელთაც გაამართლეს Simpson- ი.) აი ასეთი დიდებული ადამიანის საპატივცემოდ დაარქვეს სახელი ახალგაზრდა O’Shea-ს.
არაფრით გამორჩეული ბავშვობა, ქურდობა, შეიარაღებული თავდასხმები, წვრილი ხულიგნიბა და ა.შ, თუმცა სერიოზულ კრიმინალთან შეხება არასოდეს ჰქონია,(ეს ხომ South central-ია). ICE-მა კოლეჯიც კი დაამთავრა და უნივერსიტეტშიც ჩააბარა. Mმას თავიდანვე ნიჭიერი რეპერის სახელი გაუვარდა, მისი რითმები მართალია არ იყო მაღალი პოეზიის ნიმუშები მაგრამ გამოირჩეოდა ადვილად დასამახსოვრებელი მოქნილი ფრაზებით და მალე პოულობდა თაყვანისმცემელს, ასე რომ უკვე სტუდენტობის ასაკში ICE საკმაოდ პოპულარული გახდა ადგილობრივ კლუბებსა და წვეულებებზე. სწორედ ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე შეამჩნია იგი ყოფილმა ნარკოდილერმა და P i m p-მ, ახლა კი საკმაოდ გავლენიანი რეპ-ლეიბლის (Ruthless Records) მეპატრონე- EAZY-E-მ. თავიდან ის ვერ ხვდებოდა თუ ვისთან ჰქონდა სამქმე და როგორ უნდა მოქცეულიყო რომ შემდეგ “ბაზარზე პასუხი არ ეგო”. EAZY-E-მ ქიუბს ერთი შეხედვით მიმზიდველი წინადადება შესთავაზა. Qქიუბს უნდა დაეწერა ტექტი EAZY-ს სიმღერისათვის, შედეგად წარმოიშვა ჰიტი “Boyz n da hood”. EAZY კბილებით ჩაეჭიდა ნიჭიერ ახალგაზრდას და ჯგუფის ფორმირება შესთავაზა. ჯგუფი შედგა. 1987 წლის ბოლოს გამოჩნდა რეპის ახალი ტალღა NWA (niggaz with attitude-ზანგები პოზიციით) მათთან ერთად ჯგუფში უკრავდა მომავალი G-Funk- ის “მამა” Dr.Dre, ასევე DJ Yella boy და Mc Ren. Cube-მა უნივერსიტეტში სწავლას სუპერჯგუფში სიმღერა ამჯობინა და სიტყვებით “F**k this shit” დატოვა სასწავლებლის კედლები.
ჯგუფის პირველი ალბომის “Straight outta Comton” –ის გამოსვლამ ისინი ნამდვილ კერპებად აქცია. Qქიუბის ვარსკვლავი ფართო მასებში სწორედ ახლა გაბრწყინდა, 1989 წელს უკომპრომიოსო სიმღერამ “Fuck tha Police” არა მარტო მსმენელის არამედ მთავრობის ყურადღების ცენტრში მოაქცია ჯგუფი. განრისხებულმაFფედერალური ბიუროს მმართველობამ გამაფრთხილებელი წერილიც კი გაგზავნა “Ruthless Records”-ზე. დიდი ხმაური აიწია ამ საკითხზე კონგრესშიც. Aამ ყველაფერმა ჯგუფი უფრო პოპულარული გახადა, წარმატება სახეზე იყო მაგრამ EAZY-ს მიერ შედგენილმა კონტრაქტმა ყველა სიმღერის ავტორი- ICE Cube მცირედი გროშებით დატოვა. (აღსანიშნავია, რომ ასეთივე ხერხით მიითვისა მაიკლ ტაისონის მილიონები მისმა პრომოუტერმა- დონ ქინგმა. ეჰ, გევლოთ ზანგებო სკოლაში…….).
Eazy-e-ს კატორღაზე 4 წლის “პახაობის” შემდეგ (1990 წელს) Cube-მა წარმოიდგინა თავისი ბოსის შემოსავალი, შეადარა თავის გროშებს და ძალზე განაწყენებულმა დატოვა კომპანია . ამან ცუდად იმოქმედა ჯგუფზე რადგან NWA-ს თითქმის ყველა სიმღერის ავტორი ICE იყო, ყოფილმა კოლეგებმა იგი დაცინვებითა და შეურაცყოფებით გააცილეს რასაც განაწყენებული ICE-ის მხრიდან ძალზედ მწვავე რეაქცია მოჰყვა. 1991 წელს გამოდის მისი მეორე სოლო ალბომი “Death certificate” (პირველი ალბომი “AmeriKKKaz most wanted” გამოვიდა 1990 წელს , ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ) სადაც სიმღერაში “No Vaseline” (ვაზელინის გარეშე) ის საკადრის პასუხ სცემს ყოფილ თანაგუნდელებს. ის ამბობს “Eazy's dick, is smellin' like MC Ren's shit” (თარგმანი აქ უადგილო იქნება, მიხვდებით ალბათ რაზეა საუბარი).
1990-1991 წლებში ქიუბმა თავისი სოლო ალბომებით “ბანკი მოხსნა”. თუ აღმოსავლეთ სანაპიროზე შავკანიანთა უფლებებისათვის ბრძოლაში პირველი “Public Enemy” იყო Westcoast-ზე ეს ტიტული პირველად Ice Cube-მა მოიპოვა. მის სადებიუტო ალბომში “AmeriKKKaz Most Wanted” ყოველი მეორე სიმღერა ჰიტი გახდა (სიმღერა კი სულ 16 იყო). მათ შორის ისეთი “ხორცი” როგორც “The Nigga Ya Love To Hate”, “AmeriKKKaz Most Wanted”, “Who’s The Mack”…. სიძულვილი, მრისხანება და თანაგრძნობა დუღდა ჩუბე-ს ლირიკებში, NWA-ს კოლეგები მიჩუმდნენ, დასახლდნენ Riverside-ის მდიდრულ აგარაკებზე, Ice კი ძველებურად ერთგულებას ეფიცებოდა South Central-ის ქუჩებს, “ტკბილი” სიტყვებით მიმართავდა შავი რასის შემვიწროვებლებს, მაგრამ ამასთანავე აღსანიშნავია რომ Cube ამ საკითხში ანგელოზი ნამდვილად არ ყოფილა.თავის სიმღერებში ის ხშირად “ამკობდა” კორეელებს, აზიატებს, სექსუალურ უმცირესობებსა და პოლიტიკოსებს.
1990 წელს გამოდის ასევე მისი მაქსი-სინგლი “ Kill At Will”. 1991 წელს უკვე ზემოაღნიშნული ალბომი ხვდება მსოფლიო რეპ-ბაზარზე. (“Death certificate”-ს ყდაზე გამოსახულია საკაცეზე მწოლიარე გვამი). ამ ალბომის გამოსვლამ ერთი თვით გაუსწრო ლოს-ანჟელესში დატრიალებულ მოვლენებს . “შავი ბუნტი” ამ სახელითაა ცნობილი სასამართლო პროცესი Rodni King-სა და 5 პოლიციელს შორის რომლებმაც ის სასტიკად სცემეს, შემთხვევით გამვლელმა ეს ვიდეოზე აღბეჭდა. Rodni King-ი ,წამებული წმინდანი , შავიკანიანთა უფლებებისათვის მებრძოლი, მისმა სახელმა არაერთი რეპერის ტექსტში გაიჟღერა. Aამ ყველაფრის შემდეგ Ice Cube-ის ჰარდკორი “Death certificate”-ში კი ერთგვარ მოძღვრებად მიიჩნიეს და Cube რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცოცხალ სიმბოლოდ გადაიქცა.
1992 წელს გამოვიდა Cube-ს კიდევ ერთი ალბომი “The Predator” (სინგლებით “Check Yoself”, “Wicked” და “It Was A Good Day”), რომელმაც კრიტიკოსთაA აზრით დახურა Iცე ჩუბე-ის ისტორია. შემდეგი CD “Lethal Injektion” სასიკვდილო ინექციას ჰგავდა თავად მომღერლისთვის, იდგა 1993 წელი და ამერიკის სცენაზე გაჟღერდა Dr.Dre-s “Chronic”, დაიწყო G-Funk-ის ერა, old school-ი ყველას დაავიწყდა, ახალ გმირებად ახლა წარმატებული ბიჭები და მათი “Motherfuckin’ Gun”-ები , სქელი პლატინის ჯაჭვები და “Khaki Suit”-ები მოგვევლინა. ქიუბი საქმეს არ ჩამოშორდა, მის ანგარიშზეა ორი წლის ინტერვალით ჩაწერილი ალბომები “War and Peace vol .1 War” “War and Peace vol .2 Peace” სხვათაშორის უნდა აღინიშნოს რომ მეორე ალბომზე კვლავ გაჩნდა featuring-ები Dr.Dre-სა და Mc Ren-თან ერთად (მაგ. სიმღერა “Hello” რომელმაც NWA-ს კვლავ გაერთიანების შესახებ ჭორი დაბადა) . ამავე პერიოდს ეკუთვნის Cube-ს საუკეთესო სიმღერათა ნაკრები Da Lench Mob-ის პროდიუსირებით, ასევე აღსანიშნავია მისი მონაწილეობა როკფესტივალ Lollapalooza და მისი ერთობლივი ნამუშევარი Korn-ის მეტალისტებთან. 1996 წელს Cube ერთიანდება ჯგუფში Westside Connection WC-სა და Mack 10-თან ერთად. Aამავე წელს გამოდის მათი საკმაოდ წარმატებული ალბომი “Bow Down” , ჯგუფის მეორე ალბომი “Terorist Threats” გამოდის მხოლოდ 2003 წელს და მაშინვე პლატინის ხდება.
Cube-ს მუსიკალურ კარიერაში აღსანიშნავია ერთი საინტერესო მომენტი, მისი Bეაფ-ები სხვა რეპ მომღერლებთან. (Beaf-ზე NWA-სთან ზემოთ უკვე ვისაუბრეთ).. კონკრეტულად კი Cypress Hill-თან.
Cube და Cypress-ის ბიჭები პირველად როკფესტივალ Lollapalooza-ზე შეხვდნენ, ამ დროს ჩუბე მუშაობდა ფილმზე “Friday” , მან ბიჭებს ფილმისათვის soundtrack-ის ჩაწერა შესთავაზა. Cypress-ებმაც არ დააყოვნეს და რამოდენიმე იდეა მაშინვე შესთავაზეს . ფილმის პროდიუსერს, Cube –ს მოეწონა იდეა და მაშინვე გადააკეთაA იგი, მათ მუსიკას თავისი ტექსტი დაადო. Aამის გამო Cypress Hill-მა მას სერიოზულად დასცინა სიმღერაში “No rest for the Wicked”, სიტუაცია ისევ Cube-მა გაართულა, მან პასუხი გასცა სიმღერით “King of the hill”, ამან უკვე ძალიან გაანაწყენა ბიჭები და შედეგად გამოვიდა მათი “ Ice Cube Killa”, ამ სიმღერით დასრულდა სიტყვიერი კუნ-ფუ მომღერლებს შორის მაგრამ სხვადასხვა ინტერვიუებში ხანდახან მაინც კბენდნენ ხოლმე ერთმანეთს. Mმაგ. B-Real-ის ინტერვიუ ჟურნალ “Source”-ს რეპორტიორთან …..”Ice Cube-მა ჩვენზე Diss-ი დაწერა, მას ეგონა რომ ასე ადვილად დავნებდებოდით, ჩვენ “Ice Cube Killa”-თი ვუპასუხეთ თან მისი მუსიკა გამოვიყენეთ (ეს სიმღერა მხოლოდ ვიწრო წრეებში გახდა ცნობილი რადგან ის კომერციული მიზნით არ ჩაწერილა) მან ჩვენი იდეა მოიპარა…..ჩვენ კი მისი, მოვნახეთ ერთი “nigga” რომელიც ზუსტად ისე “ბაზრობდა” როგორც Cube და ვამღერეთ თითქოს Cube თავის თავზე რაღაც საშინელებებს ამბობდა, მერე მისი ბიძაშვილი Kam-ი გადმოვიდა ჩვენ მხარეზე და Cube-ს ყელსაბამი მოპარა წარწერით “Westside Connection” , ამ ყელსაბამს შემდეგ მე ვიყენებდი ფოტოსესიებზე….. ბოლოს მან თვითონ დამირეკა და მითხრა “…მოდი რა მოვრჩეთ ამ ყველაფერს……..” , მე საწინააღმდეგო არაფერი მქონდა თუმცა არც ეხლა მომწონს ის რომ ჩემი იდეა მოიპარა, იცით ის მარიჰუანას არ ეწევა…. პირველად ჩვენ მოვაწევინეთ და ეგ იყო და ეგ. ის ამას უბრალოდ “ყიდის”, დაახატა თავის cd-ს სქლადგახვეული ბალახი რომ ალბომი კარგად გასულიყო…” აი ასე საუბრობდა მასზე Cypress Hill-ის სოლისტი მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც მშვიდობით მოგვარდა და მხარეები საბოლოოდ შერიგდნენ.
Dდაბოლოს აუცილებლად უნდა აღინიშნოს Cube-ს მიღწევები კინოში. თამამად შეიძლება ითქვას რომ ის არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან რეპერთა შორის რომლებსაც სრული სერიოზულობით შეიძლება კინოვარსკვლავები ვუწოდოთ. Mმას შეუძლია ითამაშოს არა მხოლოდ თავისი თავი….. “He can make more”… Cube-ს დებიუტად შეიძლება ჩაითვალოის ფილმი “Boyz n da Hood”რომელიც გეტოს რეალობას მიეძღვნა. Aასევე ფილმები “CB4” და “Tresspess”, მაგრამ ნამდვილი წარმატება მას მოუტანა ფილმმა “Friday” 1995 წელს , ფილმის co-producer-ი იყო Dj Pooh-ი, პარასკევს მოყვა “Next Friday” და “Friday after Next”, “All about The Benjamins” და ა.შ. Cube აყალიბებს საკუთარ კინოკომპანიას “Cube vision”, “Dreamworks”-ი არ არის მართალია მაგრამ “კარაქიან პურზე” ეყო.
2005 წელს Cube-მა ითამაშა ფილმში “XXX-the State of Union” და ახლა დამსახურებულად ისვენებს….. სამომავლოდ მას ბევრი გეგმები აქვს….. საუბარია NWA –ს ყოფილ შემსრულებელთა საერთო ალბომის გამოშვებაზეც კი, ჩვენ ისღა დაგვრჩენია რომ იმედით დაველოდოთ “Hello”-სა და “Bow Down”-ს ავტორის ახალ ქმნილებას.

wWw.WERD.uCoZ.CoM IS NEW OUR WAREZ|BEST IN UCOZ! JOIN US!!!

wWw.AVOEE.TK

wWw.AVOENET.TK

wWw.GEOOO.TK

» www.geooo.tk
www.werd.ucoz.com
«  November 2024  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
» www.avoee.tk
» JOIN US!
    Georgian Search Engine - interes!ge
Copyright MyCorpსაიტის ფინანსურ სახეზე და დიზაინზე ზრუნავს (ავთო ჯანჯღავა) © 2024

Hosted by uCoz

wWw.WERD.ucoz.COM